კალათბურთი

12:58 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა ნაკრებმა ორი ნატურალიზებული კალათბურთელი დაიმატა

კალათბურთში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ბელგიის აწ უკვე ყოფილი მოქალაქეები, უკანახაზელები ჰევენ ჰოიდონქსი და წარმოშობით ქართველი ელენე მანდარია დაიმატა.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ საქართველოს კალათბურთელ გოგონათა ნაკრების მენეჯერმა გივი (გია) სანაძემ განუცხადა.

„ჰოიდონქსმა და მანდარიამ უკვე მიიღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, გუნდს შეუერთდნენ და ახლა მასთან ერთად ვარჯიშობენ“ - გვითხრა სანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელ გოგონათა ნაკრები მწვრთნელების ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის ხელმძღვანელობით თბილისის 2015-ის ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობისათვის ემზადება. საქართველოსთან ერთად ჯგუფში ჩეხეთის, ბელგიისა და თურქეთის ნაკრები გუნდები მოხვდნენ, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გამსვლელი ორი ადგილისთვის იბრძოლებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100296