მადრიდის “ატლეტიკოში” მობურთავე მარიო სუარესს ფილმი “კუკარაჩა” ალბათ არ აქვს ნანახი, თორემ მის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბევრ პარალელს გაავლებდა. უმთავრესი მსგავსება კი ისაა, რომ მარიოზე ვითარცა მურტალოზე, მის სატრფო მალენა კოსტაზე კი ვითარცა ინგაზე - ისე ჭორაობს ხალხი.
არ ვიცით მარიო სუარესში იმალება თუ არა რაიმე კრიმინალურ-მურტალოური, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მისი გულისსწორი ამ ჯეელს ერთობ ემადლიერება და გაიძახის, ჩვენი ვნების ალში მოდრეიფე სექსის შემხედვარე კაცი იტყვის, ნეტა მესამე თვალი მომცა და მაყურებინაო.
ესპანელი მოდელიხ, მალენა კოსტასა და მარიო სუარესის ტრფობა დიდი ხანია პირინეის საზღვრებს გასცდა და მთელს მსოფლიოს მოედო. ერთი ისაა, რომ სუარესს ქორწინება არ სურს და როდესაც ვინმე სატრფიზე დაქორწინებას ურჩევს, ხელებს სესილია თაყაიშვილივით ასავსავებს. უნდა ახლა ამ კაცს ზედმეტი პრობლემები?







