ფეხბურთი

22:35 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” კაპიტანს გაუხანგრძლივა

ესპანურმა “ვალენსიამ” დანიელ პარეხოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც კაპიტანი “მესტალიაზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. მოხდა ის, რაც ძალიან მინდოდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შეთანხმებას მივაღწევდით. ყოველთვის ვამბობდი, რომ არ არსებობს სხვა კლუბი, რომელშიც ბედნიერი ვიქნები. ძალიან გახარებული ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, რომელსაც ჩემი სჯერა.

ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს. პროექტი ყოველდღიურად უფრო მყარი ხდება პიტერ ლიმისა და ნუნუს ჩამოსვლის შემდეგ. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყუროთ”, - განაცხადა დანიელმა.

26 წლის ნახევარმცველი “ვალენსიაში” 2011 წლიდან თამაშობს და 144 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი. პარეხოსთვის საუკეთესო აღმოჩნდა გასული სეზონი. მან 37 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლა ლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.074969