ფეხბურთი

23:45 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგორჩუკი: “მეტოქემ ჩვენი შეცდომით კარგად ისარგებლა”

თბილისის “დინამოსა” და “გაბალას” პირველი მატჩი ქართული გუნდის გამარჯვეით დასრულდა. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანელთა თავკაცმა რომან გრიგორჩუკმა ისაუბრა, ვინაც აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ მთლიანობაში ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც საბოლოოდ, მარცხის ტოლფასი აღმოჩნდა.

- დღეს “გაბალასგან” უკეთეს თამაშს ველოდით და რა თქმა უნდა, ყველაფრის გამოსწორება მეორე მატჩში შეიძლება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა იყო მარცხის მიზეზი?

- პირველივე დღეს აღვნიშნე, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და შედეგი შეიძლება არ ყოფილიყო დადებითი. პირველ ტაიმში საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ნერვიულობით იყო გამოწვეული. რამდენჯერმე კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. საპასუხო მატჩში ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

- მოწინააღმდეგე კაცნაკლული იყო, მიუხედავად ამისა მაინც დამარცხდით...

- ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც ჩვენი მეტოქე კარგად გრძნობდა და მათ ამ შეცდომებით შესანიშნავად ისარგებლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061771