რამდენიმე დღის წინ, ცნობილი არგენტინელი ლამაზმანი, მოდელი, მსახიობი, სექს-ბომბა, არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თილისმა და უბრალოდ კარგი ოჯახიშვილი და თბილი პიროვნება, ბელენ როდრიგესი კიდევ ერთხელ მოექცა ბულვარული მედიის თვალთახედვის არეში.
ბელენ როდრიგესმა საზოგადოებას შეახსენა მისი შარშანდელი დანაქადნები, თუკი არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, დღისით, მზისით, შუა ბუენოს აირესში ტიტლიკანად გავტანტალდებიო და დასძინა, რომ მისი ეს პირობა ძალაში კოპა ამერიკაზე გამარჯვების შემთხვევაშიც დარჩება.
როგორც იცით, სამხრეთ ამერიკის უპირველეს საფეხბურთო ტურნირზე არგენტინელები ფინალში არიან გასულები და თუკი მათ შეძლეს და მასპინძელ ჩილეს მოუგეს, ბელენ როდრიგესისგან პირობის ასრულებას და მისი მკერდ-ბარძაყთა გამომზეურებას უნდა ველოდოთ. ამის მერე მოდი და ჩილესკენ იყავი...







