ფეხბურთი

2:13 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუნგა თანამდებობაზე რჩება

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი დუნგა თანამდებობას შეინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა დარიგებულმა გუნდმა კოპა ამერიკაზე ვერ იყოჩაღა და ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვალტერ ფელდმანმა გააკეთა. ცნობისთვის, დუნგამ ბრაზილიის ნაკრები 2014 წელს ჩაიბარა, თუმცა, ”სელესაოს” მანამდე, 2006-2010 წლებშიც ავარჯიშებდა და გუნდს 2007 წელს კოპა ამერიკა მოაგებინა, 2009-ში კი – კონფედერაციის თასი.

0.138967