ფეხბურთი

12:27 | 27.06.2015 | ნანახია 1013 - ჯერ

რევიშვილი “მორდოვიასთან” კონტრაქტს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს

ნუკრი რევიშვილი რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე სარანსკის “მორდოვიასთან” კონტრაქტს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს. ამის შესახებ “მორდოვიას” დირექტორმა ვლადიმირ ბიბიკოვმა ინტერნეტპორტალ rsport.ru-სთან ისაუბრა.

“რევიშვილთან კონტრაქტის გაფორმებას სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ვაპირებთ” – თქვა ბიბიკოვმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე “მორდოვიასთან” ერთად შეკრებაზე სერბეთშია. მან სარანსკელთა რიგებში ამხანაგური მატჩი ადგილობრივ “იაგოდინასთან” ჩაატარა, რომელიც რუსებმა 4:0 მოიგეს. რევიშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:37 | 28.06.2015
araza-1918 (6330)

ღრუსული ტოსნო და მორდოვია ერთი ხლეა

20:34 | 27.06.2015
ლუკა გაბუნია (584)

წარმატება.....

20:34 | 27.06.2015
ლუკა გაბუნია (584)

საიმედო...

20:34 | 27.06.2015
ლუკა გაბუნია (584)

კარგი მეკარეა ნუკრი....

0.065883