საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი თითქოს სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და გორის "დილაში" ჩარიცხულიყო, თუმცა 28 წლის მეკარემ მოლდოვურ "შერიფში" წასვლა ამჯობინა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ნუკრის "შერიფის" ვარიანტიც ჩაეშალა და იგი უახლოეს დღეებში რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ "მორდოვიას" ფეხბურთელი გახდება. რუსულ კლუბს ცნობილი სპეციალისტი იური სიომინი ავარჯიშებს, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" მოღვაწეობის პერიოდში ქართველ ფეხბურთელებს საკმაოდ სწყალობდა.
რევიშვილის ტრანსფერი ამ გუნდში უახლოეს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება.
28 წლის მეკარე ბოლოს რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ "ტოსნოში" ირჯებოდა, ხოლო პრემიერლიგაში მას "რუბინის", "ანჟისა" და "კრასნოდარის" შემადგენლობაში უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვერ გავიგე რას ერჩით ამ კაცს? კონკრეტულად ამ ამბავს ვგულისხმობ, გაუჩდა შანსი რო უკეთეს დონეზე, რუსულ პრემიერლიგაში ეთამაშა და რატო ამტყუნებთ? სხვაზე საუბარი ადვილია, რატო უნდა ითამაშოს ევროპის ერთ ერთ უსუსტეს ჩემპიონატში როცა ერთ ერთ საუკეთესო ლიგაში თამაშის შანსი გაუჩდა? თორე სხვა საკითხებზე არაფერს ვამბობ, მათ შორის ნაკრების თემაზე, ჩემი აზრით ქეცბასთან ამასაც შეეშალა როგორც დანარჩენებს.
კარლოსას რო წამოსდებ თავში მერე უნდა თქვა კაცი ვარო რაა! საღოლ ნუკრი ძმაო
წარმატება....
რას იზამ რეალობა ასეთია...
ნუკრი პრადად გიცნობ და ერთადაც ვტამაშობდით საკმაო ხანს,ფულმა მასხარად გაქცია,გუნდელის დასაფლავება იყო დაბათუმში ისვენებდა და სამზიმარზეც არ მოვიდა,იმის მერე იასნი იყო რაც ხარ...
ვინ გუნდელზეა ლაპარაკი?
წარმატებები ნუკრის
არჩევანს ვერ დაუწუნებ
ამ კაცს ქეცბაიასთან და ნაკრებთან შეეშალა, თორემ ამ შემთხვევაში როგორ ამტყუნებთ? დილაში გადასვლა არის მოკლევადიანი ამბავი, რასაც შერიფი ამჯობინა, მაგრამ უკეთეს სიტუაციაში გაიჩითა. რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს.
ნუკრი აკეთებს ფულს მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ეგ კარგახანია ფეხბურთელი აღარაა......
გასაგებია ფეხბურთით არჩენენ ოჯახებს,მაგრამ ამის საქციელი მართლა მატრაბაზობაა
ბერთის თამაში ვიცი, მაგრამ საჯდომის არა.
თუ ასე არ არის, თქვას დილას ხელმძღვანელობამ, თორემ გაუფუჭდა ამ კაცს სახელი თვალს და ხელს შუა.
ისე ვერც იმას გამორიცხავ რომ ამ მორდოვიამ პირველ ლიგაში გაუშვას იჯარით DDDDDDDDDDD
შეიძლება
ეჰ ნუკრი როგორ დაგაბოჟიალებს სახელ განთქმული ჯუღელი და შენც რავარი აყოლილი ხარ
ამ ფოტოზე მაგარ კაცს აპადლეცებს...