ფეხბურთი

12:26 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალისტები უზბეკეთში 2 ამხანაგურს ჩაატარებენ

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული გუნდი 25 ივნისს ტაშკენტში გაემგზავრება, სადაც უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთან 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ლევან გრიგოლიას შეგირდები უზბეკეთის დედაქალაქში 26 და 27 ივნისს ისპარინგებენ.

მომავალი მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მოსამზადებლად განიხილება.

გრიგოლია ტაშკენტში შემდეგ ფუტსალისტებს წაიყვანს:

მეკარეები: ა. ჯამბურია (“ნეფთჩი”, აზერბაიჯანი), დ.კეფაშვილი (“თელასი”), თ.ბუკია (“ეკოლი”, აზერბაიჯანი).

მოედნის მოთამაშეები: მ.კაკაბაძე, ლ.სიგუნავა (თსუ), შ.თოფურია (თელასი), შ.ჭანუყვაძე, ზ.ლუკავა (ორივე “ნეფთჩი”, აზერბაიჯანი), კ.მაისაია, გ.ტიკურიშვილი, დ.ბობოხიძე (ყველა “ეკოლი”, აზერბაიჯანი), გ.ნიკვაშვილი (სეუ), ვ.ჯვარაშვილი (“პრო”, ბულგარეთი ), გ.სილაგავა (“არმაზი”), ლ.კობაიძე (“ალკგრიგი”, სომხეთი).

თეგებიფუტსალი
0.181419