ევროპის ძიუდოს კავშირმა ბაქოში ძიუდოსთვის დათმობილი დღეების დაწყებამდე საგანგებო გალადაჯილდოება მოაწყო, რომელზეც საქართველოს ნაკრების წევრებიც მიიწვია. თან არა უბრალოდ სტუმრების, არამედ ნომინაციების გამარჯვებულების რანგში.
ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის 2014 წლის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად დასახელდა. ევროპის ვაჟთა ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელი კი ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ნაკრების თავკაცი ირაკლი უზნაძე.
ამრიგად ჩვენი ნაკრების წევრების განწყობის ამაღლებაზე ევროპის ფედერაციამაც იზრუნა და იმედია, ევროპულ თამაშებზე ნანატრ ოქროს მედლებსაც მივიღებთ.
ვასილ მშვილდაძე ბაქოდან







