სხვა

20:30 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

წყალში ხტომა: ჭოლა ჭანტურია სალიცენზიო რეიტინგში 23-ე ადგილზეა

ახლახანს გამოქვეყნდა მსოფლიო ფედერაციის მაისის თვის რეიტინგები წყალში ხტომაში, რომლის მიხედვითაც ჭოლა ჭანტურიას და ალექსანდრე გუჯაბიძის სინქრონულმა წყვილმა 3 მეტრიდან ხტომაში მსოფლიოს რეიტინგში გადაინაცვლა მე-14 ადგილზე, ხოლო ევროპულ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილი უკავია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ინდივიდუალურ რეიტინგში 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში ოლიმპიური თამაშების კანდიდატი ჭოლა ჭანტურია მსოფლიოში 23-ე ადგილზეა, ევროპის რეიტინგში კი მე-10. ოლიმპიადაზე 30 სპორტსმენი გამოვა. ჭოლა ჭანტურია მექსიკაშია და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შეკრებას გადის - ქართველი წყალში მხტომელი მექსიკელი მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

26 ივნისს კი 3 მეტრიანი კოშკურიდან ინდივიდუალურ ხტომაში მექსიკის ჩემპიონატში კონკურსს გარეშე გამოვა და საშეჯიბრო პრაქტიკას გაიღრმავებს. ჭოლა მექსიკიდან მოსკოვში გადაინაცვლებს და 13-19 ივლისს შეკრებას ალექსანდრე გუჯაბიძესთან ერთად გაივლის, რომელიც მანამდე 3-5 ივლისს გამოვა იტალიის გრან-პრიზე.

მსოფლიოს ჩემპიონატს რუსეთის ქალაქი ყაზანი 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობაზე რიოს ოლიმპიადის ლიცენზიას ინდივიდუალურ დისციპლინაში 12 საუკეთესო მიიღებს.

ჭოლას 12 სპორტსმენში მოხვედრა გაუჭირდება, თუმცა ლიცენზიის მოპოვების უკეთესი შანსი თებერვალში რიოში გასამართ სალიცენზიო მსოფლიოს თასზე ექნება, სადაც ოლიმპიადის საგზურს 18 სპორტსმენი მიიღებს.

სამინისტროს პრესსამსახური

0.163567