ფეხბურთი

23:21 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ომარ თეთრაძე ყაზახურ კლუბს ფიფაში უჩივის

ომარ თეთრაძემ ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ ტალდიკორგანის “ჟეტისუს” ფიფაში უჩივლა. ამის შესახებ ყაზახური ინტერნეტპორტალი Sportinfo.kz-ი იუწყება.

თეთრაძე თავის ასისტენტებთან ალექსანდრ ზაიცევთან, სერგეი ტრუბიცინთან და ანატოლი ვიალიხთან ერთად, ყაზახებისგან ორი წლის განმავლობაში არგაცემული პრემიალური თანხის მიღებას ითხოვს.

ხსენებულმა ოთხეულმა ტაკდიკორგანში 2 წელი იმუშავა და გუნდი 2014 წელს დატოვა. თეთრაძემ “ჟეტისუს” ყაზახეთის პრემიერლიგაში ადგილი ორჯერ შეუნარჩუნა. განვლილ პერიოდში ყაზახებს თეთრაძისთვის და მისი თანაშემწეებისთვის კუთვნილი პრემიალური თანხა არ გადაუხდიათ.

თუ საქმეს დასჭირდება, თეთრაძე მზადაა “ჟეტისუსთან” ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოშიც იდავოს.

0.124301