საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე “პრეზიდენტის თასზე” B ჯგუფში პირველ მატჩში რუსი თანატოლები 2:0 დაამარცხა.
განვლილი მატჩი გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ჩაატარეს:
რუსეთი: ბატერი (კატკოვი, 74), ნესტეროვი, კაკვასინი, კახიძე, ტოპილსკი (ფილიპენკოვი, 41), რიბაკოვი, პეტოში (ვოლკოვი, 63), ცაავა (გალოიანი, 41), მამარასული (ვლადიმიროვი 69), აიბოვი (ფეოკტისტოვი 51), კოპილოვი.
საქართველო: გუგეშაშვილი, ვირუბოვი (კიკალიშვილი, 75), ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე (ოზბეთელაშვილი, 75), ბარაბაძე (ნიკოლეიშვილი, 78), ნინუა, ქიმერიძე, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, სპანდერაშვილი (ლურსმანაშვილი 54).
მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში აკაკი ქიმერიძემ გახსნა. 35-ე წუთზე, ლევან ხარაბაძემ მეტოქის კარი მეორედ აიღო. მეორე ტაიმში რუსებს ერთი გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ნიკიტა რიბაკოვის მიერ დარტყმული პენალტი ლუკა გუგეშაშვილმა მოიგერია.
23 ივნისს, ქართველი 17 წლამდელები მეორე მატჩს ბელარუსებთან ჩაატარებენ.