ფეხბურთი

19:40 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეების წარდგენა - "გაბალა"

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის თბილისის "დინამოს" მეტოქე აზერბაიჯანული "გაბალა" იქნება. ეს გუნდი დიდი ისტორიით ვერ დაიკვეხნის და არც საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია.

"გაბალა" 10 წლის წინ, 2005 წელს დაარსდა. გუნდს დღემდე ტიტული არ მოუგია. 2014 წელს მან აზერბაიჯანის თასის ფინალში წააგო. გასული სეზონი კი მესამე ადგილზე დაასრულა. "გაბალამ" 54 ქულა დააგროვა და ჩემპიონ "ყარაბახს" 14 ქულით ჩამორჩა.

ევროტურნირებზე კი დებიუტი ერთი წლის წინ ჰქონდა, როცა ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე ბოსნიურ "შიროკი ბრიეგთან" ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი უკრაინელი რომან გრიგორჩუკია. იგი აზერბაიჯანულ კლუბს 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული ავარჯიშებს. "გაბალას" გამორჩეული ფეხბურთელი უკრაინელი ალექსეი გაია, ვისაც თავის დროზე დონეცკის "შახტარში" წლების განმავლობაში უთამაშია. მის გარდა "დინამოს" მომავალი მეტოქე ლეგიონერების ნაკლებობას არ უჩივის. ბრაზილია, რუმინეთი, ბელარუსი, უკრაინა, ესტონეთი, ნიგერია - ეს, იმ ქვეყანათა ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლები "გაბალაში" ირიცხებიან.

"დინამო" პირველ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს. განმეორებით მატჩს კი გაბალა უმასპინძლებს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064316