ფეხბურთი

17:06 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ პოლონეთთან მატჩი ტყუილუბრალოდ გამოტოვა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტან ჯაბა კანკავას ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 13 ივნისს პოლონეთის ნაკრებთან მატჩი ტყუილუბრალოდ გამოუტოვებია.

კანკავას ორი ყვითელი ბარათი ჰქონდა და ამიტომ, არ ათამაშეს. თუმცა, უეფას რეგულაციებით, შესარჩევ ციკლში ფეხბურთელი მატჩს 3 ყვითელის მიღების შემთხვევაში ტოვებს. ასევე, მე-5 ყვითელ ბარათს თუ მიიღებს მაშინ ხელმეორე დისკვალიფიკაციას დაიმსახურებს.

კანკავას ამბავი პოლონურ ინტერნეტპორტალ eurosport.onet.pl პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა გაახმიანა:

“ეტყობა, ქართველები კანკავასთან დაკავშირებით შეცდნენ. მათ ეგონათ, რომ ის ორი ყვითელი ბარათის გამო თამაშს ტოვებდა. ყოველი მატჩის წინ, უეფა ფედერაციებში მოთამაშეთა სიას აგზავნის, რომელთა წინ ვარსკვლავის არსებობა ნიშნავს, რომ ეს მოთამაშე კიდევ ერთი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მომდევნო მატჩს გამოტოვებს. შესაძლოა, ქართველებმა იფიქრეს, რომ ეს ვარსკვლავი დისკვალიფიკაციას ნიშნავს”.

უეფას რეგულაციებში გარკვევით წერია:

48.02 In case of repeated cautions:

a.in the qualifying competition, a player is suspended for the next competition match after three cautions in three different matches, as well as after the fifth and any subsequent caution;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11482