ფეხბურთი

12:58 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ სვანაძე: “პროფესიონალები მინდორზე ფულზე არ ფიქრობენ”

ბაქოს “ინტერის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის გორის “დილადან” ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი და ბაქოს აზალი-დან ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე დაიმატა.

- მზადება როგორ მიმდინარეობს?

- ვვარჯიშობთ და თანდათან გუნდს ვკრებთ. სამუშაო ბევრია და არცთუ იოლი.

- “ინტერმა” უკვე გიორგი ლომაია, იური ფომენკო და მირგუსეინ სეიდოვი დაიმატა. გუნდში კიდევ ვინ მიიწვიეთ?

- კონტრაქტები ლაშა კასრაძესა და ნიკა კვეკვესკირს გავუფორმეთ. მათ გუნდი უნდა გააძლიერონ.

- გუნდი ნულიდან იკრიბება. სეზონის დასაწყისში როგორი სახე ექნება?

-იმედია, რამდენადაც შესაძლებელია, იმდენად კარგად მოვემზადებით. რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ლიგაზე ღირსეულად გამოვიდეთ.

- გუნდში გასულ სეზონში მუშაობდით. შეიძლება ითქვას, რომ “ინტერი” ადრინდელივით ძლიერი არ იქნება?

- რა თქმა უნდა. თავად ხედავთ, რომ ის გუნდი აღარ გვყავს, რომელიც პრემიერლიგის პრიზიორი გახდა. გუნდის შეკრება თავიდან გვიხდება. ადრინდელზე რამდენად სუსტი იქნება, დრო გვიჩვენებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განსხვავება მაქსიმალურად მცირე იყო. “ინტერის” გაძლიერება გვსურს.

- თქვენი მხრიდან საკმაო გაბედული ნაბიჯი იყო, როდესაც გუნდს სათავეში არცთუ იოლ პერიოდში ჩაუდექით.

- სირთულეებს რატომ უნდა გავექცე? ისინი ხომ გვაძლიერებს. ის ადამიანი ვარ, რომელიც სირთულეებს არ გაურბის. იმედია, “ინტერში” ძლიერ კოლექტივს ჩამოვაყალიბებ. ყველაფრის მიუხედავად, აზერბაიჯანის ჩემპიონატში კარგად გამოსვლა გვსურს.

- ორი კვირის შემდეგ სტარტს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები აიღებს. ფეხბურთელების განწყობა, რომელთაც ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ, რთული არ იქნება?

- რთულია. შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პრობლემები არ შეგვექმნას. პროფესიონალები იმიტომ ვართ, რომ ფინანსური საკითხი თამაშზე არ აისახოს. პროფესიონალები მინდორზე ფულზე არ ფიქრობენ.

- ფინანსური პრობლემების გამო გუნდი საზღვარგარეთ შეკრებაზე გამგზავრებაზე უარი თქვა. მომზადებაზე ეს როგორ აისახება?

- გუნდს ახლიდან ვკრებთ. ახლა შეკრებაზე გასამგზავრებლად მოთამაშეები არ გვყავდა. ამჟამად, 15 ფეხბურთელით ვვარჯიშობთ და ბაქოში მომზადება უფრო პროდუქტიულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113324