ბრაზილიის “პალმეირასის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელად მარსელო ოლივეირა დანიშნა. საფეხბურთო კლუბ “პალმეირასის” ვებგვერდის ინფორმაციით, 60 წლის ბრაზილიელმა სპეციალისტმა ხელშეკრულება 2016 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა.
“პალმეირასი” საუცხოო კლუბია. მასში საუცხოო მოთამაშეები შეიკრიბნენ, რის გამო, ჩემი სამუშაო უფრო სასიამოვნო და იოლი იქნება. ჩემმა წინამორბედმა ამ კლუბში დიდი სამუშაო გასწია”, - განაცხადა ოლივეირამ.
ოლივეირამ “კრუზეიროს” 2013 და 2014 წლებში ბრაზილიის ჩემპიონატი მოაგებინა.







