საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა და მისმა ფონდმა "კობი და მეგობრები" თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახებს 10 ათასი ლარი გადაურიცხა. ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.