ფეხბურთი

11:43 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიოვედესი “შალკეში” კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება

გელზენკირხენის “შალკეს” კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა გადაწყვიტა, რომ კლუბს არ შეიცვლის. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი goal.com-ი იუწყება.

27 წლის გერმანელი ფეხბურთელით ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებოდნენ, მაგრამ ის გელზენკირხენულ კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე (2017 წლამდე) დარჩება.

ჰიოვედესი “შალკეს” აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან გამოდის. განვლილ სეზონში მან “შალკეში” 26 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

2011 წლიდან დღემდე, ჰიოვედესს გერმანიის ეროვნულ გუნდში 32-ჯერ უთამაშია და 2 გოლი გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109317