ფეხბურთი

16:16 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯონსონმა “ლივერპული” დატოვა

“ლივერპულის” 30 წლის მცველმა გლენ ჯონსონმა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს. ფეხბურთელი და კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ.

ჯონსონის გადაბირებით “რომა”, ბეშიქთაში”, და “გალათასარაი” არიან დაინტერესებულები.

მცველი 2009 წელს “ლივერპულში” “პორტსმუთიდან” გადავიდა. ინგლისელმა მერსისაიდელთა რიგებში 200 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063193