რაგბი

12:19 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დარჩა 100 დღე

როგორც მოგეხსენებათ, წლის მთავარი სარაგბო ტურნირი ინგლისსა და კარდიფში 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე ჩატარდება. მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა საბოლოო ათვლა დაიწყო, ვინაიდან დაუვიწყარი სარაგბო ზეიმი სულ რაღაც 100 დღეში დაიწყება.

რეკორდულად მაღალი მოთხოვნილების პირობებში, გაყიდული ბილეთების რაოდენობამ უკვე მიაღწია 2 მილიონიან ნიშნულს. როგორც ჩანს, „ინგლისი-2015“ რაგბის მსოფლიო თასის ყველაზე გრანდიოზული გათამაშება იქნება.

მსოფლიო თასის დაწყებამდე დარჩენილ დროში უამრავი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, მაგალითად ვებ ელისის თასის 100-დღიანი ტურნე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ოფიციალური ფან-ზონების გახსნა ტურნირის მასპინძელ ყველა ქალაქში, მათ შორის რაგბის სამშობლოში, ქალაქ რაგბიში და ტრაფალგარის მოედანზე ლონდონში, სარაგბო ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით და ა.შ.

ჯერ კიდევ იყიდება 2015 წლის მსოფლიო თასის რამდენიმე მატჩის ბილეთები. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ვებსაიტზე tickets.rugbyworldcup.com

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114403