კალათბურთი

11:29 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერია” სერიაში დაწინაურდა

გამთენიისას ნაციონლური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მესამე შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდმა” საკუთარ დარბაზში “გოლდენ სტეიტს” 96:91 მოუგო. პირველი სამი პერიოდი “კავალერიას” გამარჯვებით დასრულდა. ბოლო ბერიოდში “ოქროს შტატელებმა” შეძლეს სხვაობის 1 ქულამდე შემცირება, თუმცა ლებრონ ჯეიმსის და მეთიუ დელავედოვას კარგმა თამაშმა “კლივლენდი” სერიაში დააწინაურა. “მეფე” ორივე გუნდის შემადგენლობაში კვლავ საუკეთესო იყო, ჯეიმსმა გუნდს 40 ქულა, 12 მოსნა, 8 პასი და 4 ჩაჭრა შესძინა, ხოლო მეთიუ დელავედოვამ თავის პლეი-ოფების ისტორიაში ყველაზე მეტი 20 ქულა ჩააგდო და პირადი რეკორდი დაამყარა. “მეომრებში” 27 ქულით სტეფ კარი გამოირჩა.

სერიას “კავალიერია” 2:1 იგებს, მეოთხე შეხვედრა ისევ “კლივლენდის” დარბაზში 12 ივნისს გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

დევიდ ბლატი:ვიცით, რომ ახლა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, იმაზე მეტიც კი რისი გაკეთებაც შეგვიძლია. მატჩში ლებრონი და დელავედოვა გამოირჩნენ. დელავედოვა ყოველდღიურად მაქსიუმუმს აკეთებდა. ის პარკეტზე ბოლომდე იხარჯება და არასოდეს უშინდება შეცდომის დაშვებას. ის ძალიან მამაცი მოთამაშეა. ახლა ჩვენთვის მთავარია მთლიანი კონცენტრაცია მეოთხე თამაშზე გადავიტანოთ”.

სტეფ კარი:“ფინალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე უნდა ვითამაშო დიდი როლი, რომ ჩემს გუნდს გავამარჯვებინო”.

“კლივლენდ კავალიერსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორსი” 96:91 (24:20, 20:17, 28:18, 24:36)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (40 ქ. 12 მ. 8 პ. 4 ჩ.), დელავედოვა (20 ქ. 5 მ. 4 პ.), სმიტი (10 ქ.), ტომპსონი (10 ქ. 13 მ.), ჯონსი (7 ქ.), მოზგოვი (6 ქ. 5 მ. 4 ბ.), შამპერტი (3 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (27 ქ. 6 მ. 6 პ.), იგუადალა (15 ქ.), ტომპსონი (14 ქ.), ლი (11 ქ.), გრინი (7 ქ. 7 მ.), ეზელი (5 ქ. 7 მ.), ბარბოსა (4 ქ.), ბოგუტი (4 ქ. 6 მ.), ლივინგსტონი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=Nk2h-4SsYOw

სერიაში ანგარიში 2:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.198325