ჩოგბურთი

14:48 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: “ეს არაა დასასრული”

“როლან გაროსის” კორტებზე ტურნირის მეოთხედფინალში საფრანგეთის ღია პირველობის 9-გზის გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. მატჩისშემდგომ ნადალმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრით არაფერი მთავრდება.

“მარცხი განვიცადე, მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი: უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე ისე, როგორც არასდროს. მომავალ სეზონში დავბრუნდები და აუცილებლად ვიბრძოლებ. ამ კორტებზე 2009 წელსაც წავაგე, მაგრამ ეს არ იყო დასარული. 2015-იც წავაგე და არც ეს იქნება დასასრული. შემდეგ წელს დავბრუნდები და კიდევ მექნება მოგების შანსი. ადრე ვთქვი, რომ წავაგებ თუ მოვიგებ - ცხოვრება გრძელდება. მომდევნო კვირებში რამდენიმე ტურნირი მელოდება მოვიგებ თუ წავაგებ, ჩემთვის საჩოგბურთო ცხოვრება გაგრძელდება”- Atp-ის ვებგვერდი ნადალის სიტყვებს ციტირებს.

რაფამ 10 წლის განმავლობაში “როლან გაროსის” კორტებზე მხოლოდ მეორე შეხვედრა წააგო.

0.131266