ფეხბურთი

20:10 | 2.06.2015 | ნანახია 2827 - ჯერ

ბაქოს “ინტერი” ირჩევს – ჩიხრაძე ან სვანაძე

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის ბაქოს “ინტერის” პრეზიდენტმა გიორგი ნიკოლოვმა ყოფილი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის შემცვლელები დაასახელა, რომელთა შორის ორი ქართველია.

“საიდუმლო არაა, რომ მწვრთნელობა პირველ ყოვლისა გიორგი ჩიხრაძეს შევთავაზეთ. ეს სპეციალისტი ჩვენს კლუბში ადრე უკვე მუშაობდა და აზერბაიჯანული ფეხბურთი კარგად იცის. თუმცა, ჩიხრაძეს ჯერ პასუხი არ უთქვამს.

ასევე, გუნდის გაწვრთნა ზაურ სვანაძეს შევთავაზეთ, რომელიც ცხადაძის ასისტენტად მუშაობდა. თუ ორივე უცხოელი უარს გვეტყვის, მაშინ მთავარი მწვრთნელის პოსტს ან დუბლის თავკაცს რამილ ალიევს ან ელშად ჰუსეინოვს ჩავაბარებთ” – იუწყება ნიკოლოვის სიტყვებს ინტერნეტრპორტალი azerifootball.com-ი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:14 | 03.06.2015
levani24 (32)

საქართველოს ნაკრებს გვარდიოლა რომ დაუნიშნო მწვრთნელად,დარწმუნებული ვარ მაინც არ ეშველება,ერთი 20 წელი კიდევ გვინდა რომ საფეხბურთო მენტალობა შეგვეცვალოს.

21:02 | 02.06.2015
sabonis (9584)

ე ბიჯო მოიწვიეთ დროზე სანამ ესეც დაუთრევია უკრაინას.

21:06 | 02.06.2015
sabonis (9584)

სპორტ პორტალზე ვკითხულობდი სტატიას უკრრაინაში მოთამაშე გვალიაზე და იმის კომენტარი დავდე აქ.DD

0.127308
781