ფეხბურთი

0:40 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანდანდა “ვალენსიაში”?

საფრანგეთის ნაკრებისა და “მარსელის” გამოცდილი მეკარე სტივ მანდანდა შესაძლოა “ვალენსიაში” აღმოჩნდეს – იუწყება ესპანური გამოცემა Superdeporte.

როგორც მოგეხსენებათ, კლუბის ძირითადმა მეკარემ დიეგო ალვეშმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ფეხბურთს დაახლოებით 6-8 თვე ჩამოშორდა. შესაბამისად, “ღამურები” ახალ კვალიფიციურ კიპერს ეძებენ და რამდენიმე კანდიდატურა უკვე დასახელდა, რომელთა ჩამონათვალიც ჩვენ ორი დღის წინ შემოგთავაზეთ.

დღეს კი, გაჩნდა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ალვეში შესაძლოა მანდანდამ ჩაანაცვლოს. 30 წლის მეკარეს “მარსელთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და გამორიცხული არაა, რომ ლიგა 1-ზე მაღალი დონის ჩემპიონატში ისურვოს თამაში.

სტივმა დასრულებულ საფრანგეთის ჩემპიონატში 38 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111518