ფეხბურთი

15:27 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერბეთმა საქართველოს ჩემპიონებს უმასპინძლა

28 მაისს, საქართველოს ჩემპიონ საფეხბურთო კლუბს, გორის „დილას“ სპონსორმა, კომპანია „ლიდერბეთმა“ უმასპინძლა და გამარჯვებისადმი მიძღვნილი საღამო მოუწყო. საღამოს ფარგლებში გამოვლინდა სხავადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, საზეიმოდ გაიჭრა ტორტი, შესრულდა არაერთი მუსიკალური ნომერი და ღონისძიების დასასრულს გრანდიოზული ფოიერვერკიც მოეწყო. საღამოს ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა.

კომპანია „ლიდერბეთმა“ კლუბის რამდენიმე წევრი გამოარჩია. საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ირაკლი მოდებაძეს სპორტულმა ჟურნალისტმა გია ტუხაშვილმა გადასცა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გუგა ფალავანდიშვილს ერგო. იგი გაზეთ „ლელოს“ მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ დააჯილდოვა. საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო უჩა სოსიაშვილს გადაეცა, რომელიც სპორტულმა კომენტატორმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოვა. საუკეთესო ხელმძღვანელი, კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში გახდა, ხოლო საუკეთესო სელექციონერად გელა ქორიძე სცნეს. მათ პრიზები კომპანია „ლიდერბეთის“ დამფუძნებლებმა გადასცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140196