კალათბურთი

1:26 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 10 ქულა და 6 მოხსნა საპლეიოფო მატჩში

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში ჩაერთო და მალაგაში “უნიკახასთან” გამართული პირველი მატჩი 55:69 დათმო. ბასკურ კლუბს დასკვნითი მეოთხედის წინ მხოლოდ 35 (!) ქულა ჰქონდა ჩაგდებული და ცხადია, ასეთ ფონზე წარმატებაზე ფიქრი ძნელი იყო.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, საბოლოოდ, სტუმართა რიგებში სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი (14) დააფიქსირა. შენგელიამ 17:56 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

“უნიკახას” ამერიკელმა მძიმე ფორვარდმა უილ ტომასმა, რომელსაც ქართულ კლუბ “არმიაშიც” უთამაშია და ქართული პასპორტიც აქვს, 24:40 წუთში 6 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

საპლეიოფო სერია ორ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო მატჩს კი “ლაბორალ კუჩა” 30 მაისს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111331