ფეხბურთი

18:04 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდის ამერიკული დებიუტი 11 ივნისს შედგება

“ლივერპულის” ლეგენდა და ამჯერად “ლოს ანჯელეს გელექსის” ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი, ახალ კლუბში პირველ თამაშს 11 ივნისს, ლოს ანჯელესში, მექსიკის კლუბ “ამერიკას” წინააღმდეგ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ლოს ანჯელესელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამჟამად სტივენი “ლივერპულის” მოთამაშეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდმა კალიფორნიულ კლუბთან 1.5-წლიანი კონტაქტი გააფორმა.

ჯერარდი “ლივერპულში” 1998 წლიდან თამაშობდა. სულ 504 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061524