ფეხბურთი

15:28 | 28.05.2015 | ნანახია 1015 - ჯერ

კობახიძე სეზონის შემდეგ “დნიპროს” დაუკავშირდება

ლუცკის “ვოლინის” ნახევარმცველს სანდრო კობახიძეს სეზონის ბოლოს კლუბთან იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე თამაში სურს.

“იმის შესახებ მომავალ ჩემპიონტს სად დავიწყებ ვფიქრობ, მაგრამ კონკრეტიკა ნაკლებადაა. ახლა ყველა სეზონის რაც შეიძლება კარგად დასრულებაზეა კონცენტრირებული. ამის შემდეგ, “დნიპროში” დავრეკავ და გამოჩნდება, სამომავლოდ რა მელის.

“დნიპროს” რიგებში მაღალ დონეზე თამაში მინდა. კლუბში დაბრუნება და სასტარტოში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მსურს. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემ სურვილზე დამოკიდებული არაა. ყველაფერს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს”, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შუახაზელმა ინტერნეტპორტალ ukrfootball.ua-სთან საუბარში.

მიმდინარე სეზონში კობახიძემ “ვოლინში” 23-ჯერ ითამაშა და 6 ბურთი გაიტანა. ბოლო სამი მატჩია მას მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:32 | 29.05.2015
jikha (947)

რატომაც არა

23:18 | 28.05.2015
Irakli Aspanidze (492)

კონოპლიანკა ტოტენჰემში მიდის ახალი სეზონიდან და ალბათ მაგიტო გამოთქვა სურვილი

21:29 | 28.05.2015
ogafa (10220)

წარმატებები

18:08 | 28.05.2015
Shevche (15054)

არც მატეუსის ამომგდებია ეს და მითუმეტეს, არც კონოპლიანკასი.

15:54 | 28.05.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

რავიცი რა კიდე უნდა შეყაროს გოლები და ვნახოთ მერე რას უზავენ

15:39 | 28.05.2015
drogba_<3 inter (23926)

ამასაც გადაქცევი მზგნერივით დაატარებენ კლუბიდან კლუბში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064757