ფეხბურთი

17:23 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ევროპის ლიგის ფინალზე

დღეს ვარშავაში ევროპის ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება, თბილისის დროით 22:45 საათზე “დნიპროსა” და “სევილიას” დაპირისპირება შედგება. ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ამ მატჩისკენ განსაკუთრებით არის მიპყრობილი, რადგან უკრაინული კლუბის წევრი საქართველოს ნაკრების კაპიტანი, 29 წლის ჯაბა კანკავაა.

ეს მატჩი ქართველებისთვის სხვა კუთხითაც არის საინტერესო. ვარშავული ფინალის ერთ-ერთი მედია ხელმძღვანელია უეფას ქართველი მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია, რომელიც რამდენიმე დღეა ვარშავაში იმყოფება და მატჩის მედია-ორგანიზებაში იღებს მონაწილეობას.

მიმდინარე სეზონში მამუკა კვარაცხელია ასევე გახლდათ კიევის “დინამოს,” დონეცკის “შახტარისა” და “დნიპროს” საერთაშორისო მატჩების მედია-ოფიცერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110826