ფეხბურთი

10:30 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

Sky: როჯერსი “ლივერპულში” რჩება

“ლივერპულის” ხელმძღვანელობა წარუმატებელი სეზონის განხილვას გეგმავს, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩება.

ცნობა იმის შესახებ, რომ “წითლები” როჯერსის შემცვლელს არ მოძებნიან, Sky Sports-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. პრინციპში, თავად 42 წლის ჩრდილოირლანდიელიც ირწმუნებოდა, რომ ახალ სეზონს კვლავ ამ თანამდებობაზე შეხვდებოდა.

ინგლისის პრემიერლიგის დასკვნით ტურში “ლივერპულმა” “სტოკ სიტისგან” კატასტროფული მარცხი განიცადა (1:6) და საბოლოოდ ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა. მერსისაიდელებმა ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გადალახეს და წინ მადრიდის “რეალი” და “ბაზელი” გაუშვეს. ევროპის ლიგიდან გუნდი 1/16 ფინალური ეტაპიდან გავარდა, როდესაც თერთმეტმეტრიანის სერიებში “ბეშიქთაშთან” დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113761