ფეხბურთი

21:06 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლური

ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გერმანიის 2014/2015 წლების სეზონის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, წლის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ხუთი მოთამაშე მიუნხენის “ბაიერნიდან” მოხვდა, რომელიც დამაჯერებლად გახდა ჩემპიონი.

2014/2015 წლების სეზონის საუკეთესო გერმანული გუნდი ასეთია:

მეკარე:
მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”);
მცველები: ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), მარტინ შტრანზლი (“გლადბახი”), რიკარდო როდრიგესი, ვეირინია (ორივე “ვოლფსბურგი”);
ნახევარმცველები: დავიდ ალაბა, არიენ რობენი (ორივე “ბაიერნი”), გრანიტ ხაკა (“გლადბახი”), კევინ დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”), მარკო როისი (“დორტმუნდი”);
თავდამსხმელი: რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”).

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106519