ფეხბურთი

13:59 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” ვიმერი დაიმატა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “კიოლნის” ყოფილი მცველი კევინ ვიმერი კარიერას ლონდონის “ტოტენჰემში” გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელი “მამლების” რიგებს ოფიციალურად ივნისიდან შეუერთდება.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლონდონელებმა გერმანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან, ხოლო ვიმერს ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, დაცვაში საიმედოდ გამოიყურებოდა და მისი სატრანსფერო ღირებულება 2-დან 6 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.127624