ფეხბურთი

2:06 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი დალაგდა ერთის გარდა: დარჩება “ჰამბურგი”?

გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში განსაკუთრებით საინტერესო მატჩები ქვედა ზეონაში გაიმართა: 5 გუნდს ემუქრებოდა გავარდნა, აქედან ორი ვარდებოდა, ერთი გადათამშებაში ხვდებოდა და ორიც გადარჩებოდა. საბოლოოდ, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდნენ “პადერბორნი” და “ფრაიბურგი”, ხოლო “ჰამბურგს” ერთი ფინალის ტოლფასი გადათამაშება დარჩა: მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან. ეს იქნება ან “დარმშტადტი”, “ან “კარლსრუე”, ან “კაიზერსლაუტერნი”. 24 მაისს გაირკვევა, ბოლო ტურში...

“ჰამბურგი” არსებობის განმავლობაში არ გავარდნილა ბუნდესლიგიდან და დიდ საფრთხეში იყო: შინ “შალკესთვის” რომ ვერ მოეგო, ყველაფერი დამთავრდებოდა. პირველ ტაიმში ბრუნო ლაბადიას გუნდმა ვერ გაუტანა, მეორეს დასაწყისში კი ექს-იუგოსლავიელებმა უშველეს: ჯერ ხორვატმა ოლიჩმა გაიტანა, მერე სერბმა სლობოდან რაიკოვიჩმა.

“პადერბორნი”-”შტუტგარტი” მასპინძელთათვის იღბლიანად დაიწყო, რადგან ვუჩინოვიჩმა მალევე გახსნა ანგარიში, თუმცა შტუტგარტელებმა თავი შეაკლეს მეტოქეს და თავისი გაიტანეს. ჯერ დიდავიმ, მერე კი გინჩეკმა გამარჯვება სტუმრებს მოუპოვეს. ისე, დიდავიც და გინჩეკიც ტრავმებისკენ მიდრეკილნი არიან, მაგრამ შვაბთა საბედნიეროდ, ამ გადამწყვეტ ტურებში ჯანმრთელად იყვნენ.

არადა, რა კარგად დაიწყო სეზონი დებიუტანტმა “პადერბორნმა”, საწყის 7-8 ტურში მშვენივრად თამაშობდა.

“ფრაიბურგი” შეგვეცოდა. როგორია, წინა ტურში “ბაიერნს” მოუგეს და მაინც არ ეყოთ. კრისტიან შტრაიხის გუნდმა ბოლო დროს გამოღვიძებულ “ჰანოვერთან” 1:2 წააგო და გავარდა.

ისე როგორ იქნება, “აუგსბურგის” გმირობაზე არ ვთქვათ: ეს კლუბი ისტორიაში პირველად გავიდა ევროტურნირებზე. სეზონის წინ ვინ იფიქრებდა, რომ აუგსბურგელები მეხუთეზე დაამთავრებდნენ ჩემპიონატს? მითუმეტეს, გუნდს პრობლემები არ აკლდა, ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდა სხვადასხვა პერიოდში. ყოჩაღ, ახალგაზრდა თავკაც მარკუს ვაინცირლს!

“აუგსბურგმა” ბოლო ტურში “გლადბახს” 3:1 სძლია, თანაც, სტუმრად. ვაინცირლის კლასი კი კიდევ ერთხელ გამოჩნდა: შეცვლაზე შეიყვანა სლოვენიელი მატავჟი, რომელმაც დუბლი მიითვალა.

“დორტმუნდი” ერთ დროს ბოლო ადგილზე იყო ბუნდესლიგაში, მაგრამ საბოლოოდ, მეშვიდეზე დაასრულა ჩემპიონატი და ეგებ, ქვეყნის თასიც აიღოს: 7 ივნისს ფინალში “ვოლფსბურგს” ხვდებიან. ეკუთვნოდა იურგენ კლოპს, რომ “დორტმუნდში” ბოლო საშინაო მატჩი მოგებით დაესრულებინა... გულშემატკივრებიც თბილად (ბევრი ცრემლებითაც) დაემშვიდობნენ. არა მხოლოდ მას, არამედ სებასტიან კელიც ლამაზად გააცილეს: ამ ნახევარმცველმა 14 სეზონი გაატარა ვესტფალიურ კლუბში.

და ჩემპიონი: “ბაიერნმა” საკადრისად დაასრულა სეზონი. მოგებით, აბა, როგორ. ლევანდოვსკის ძალიან კი უნდოდა ბომბარდირობა, მაგრამ ერთზე მეტი ვერ გაიტანა. ერთიც ბასტიან შვაინშტაიგერმა მიითვალა და მიუნხენელებმა 2:0 სძლიეს “მაინცს”.

ზეიმი, შამპანურები, ლუდები – “ბაიერნმა” ფეერიულად აღნიშნა ჩემპიონობა, რომელიც იოლად მოიპოვა. კონკურენტი არც ჰყოლიათ.

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 31 წლის ალექსანდრ მაიერი, რომელსაც 19 გოლის გასატანად 26 მატჩი ეყო. მაიერისთვის ეს განსაკუთრებული მიღწევაა, დიდი ვარსკვლავური კარიერით ვერ გამოირჩევა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ერთხელაც კი არ უთამასია. 17-17 გოლი დაუგროვდათ არიენ რობენსა და რობერტ ლევანდოვსკის.

რაც შეეხება საუკეთესო ასისტენტს, “ვოლფსბურგის” ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი შეუდარებელი იყო – 21 საგოლე პასი გააკეთა. ბუნდესლიგაში ამდენი საგოლე პასი (ერთ სეზონში) ჯერ არავის ჰქონია, ასე რომ, დე ბრუინი რეკორდსმენია.

გოლს პლუს პასის სისტემითაც, დე ბრუინი გახდა საუკეთესო: 31 (10 გოლი+21 პასი).

ცნობილი კიკერ-ის მიერ სეზონში მატჩებში საშუალო შეფასებებით პირველია რობენი (2,16). მეორეზე “შალკეს” მეკარე რალფ ფერმანი გავიდა (2,52), მესამე-მეოთხეზე კი კარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”) და მარტინ შტრანცლი (‘გლადბახი”) – 2,69.

ბაიერნი-მაინცი 2:0 (1:0)

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ალონსო (როდე54), ლამი, შვაინშტაიგერი, თომას მიულერი (ვაიზერი 46), გიოტცე, ლევანდოვსკი (პიზარო 73)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბუნგერტი, ბენგსტონი, ნოვესკი, გაისი (მორიტცი 83), ბაუმგარტლინგერი, ბროზინსკი (ოკაზაკი 53), მალი (კლემენსი 71), სამპეირო, დე ბლაზისი

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (25 პენ), 2:0 შვაინშტაიგერი (48)

გაფრთხილება: არ ყოფილა

მსაჯი: კინჰოფერი

ბურთის ფლობა: 69-31, დარტყმა: 20 (7)-8 (5), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 5-5, ჯარიმა: 11-10

ჰამბურგი-შალკე 2:0 (0:0)

ჰამბურგი: ადლერი, ოსტრჟოლეკი, ჯური, რაიკოვიჩი, ვესტერმანი (დიკმაიერი 83), დიასი, კაჩარი, ილიჩევიჩი, ჰოლტბი, ოლიჩი (ჟირაჩეკი 88), ლასოგა (რუდნევსი 27)

მწვღტნელი: ბრუნო ლაბადია

შალკე: ფერმანი, ფრიდრიხი, მატიპი, ნასტასიჩი, კოლაშინაცი, ჰიოგერი, ნოიშტადტერი (გორეცკა 62), ფარფანი, მაქს მაიერი (ჩუპო-მოტინგი 73), ლეროი სანე (დრაქსლერი 57), ჰუნტელაარი

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

გოლები: 1:0 ოლიჩი (49), 2:0 რაიკოვიჩი (56)

გაფრთხილება: კოლაშინაცი (26), დიასი (40), ჰიოგერი 66)

მსაჯი: კინჰოფერი

ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 11 (4)-11 (4), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 4-2, სეივი: 4-2, ჯარიმა: 15-18

პადერბორნი-შტუტგარტი 1:2 (1:1)

პადერბორნი: ლარს კრუზე, ჰაინლოთი (ვიმერი 46), შტროდიკი, ჰანემაიერი, ჰარტჰერცი, ბაკალორცი (რუპი 46), ვრანჩიჩი, შტოპელკამპი, ვუჩინოვიჩი (კოჩი 77), კაჩუნგა, ლაკიჩი

მწვრთნელი:Lანდრე ბრაიტენრაიტერი

შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი, ბაუმგარტლი, რიუდიგერი, კლაინი, სერეი, დიდავი (მაქსიმი 70; ნიდერმაიერი 90), გენტნერი, ჰარნიკი, კოსტიჩი (ტიმო ვერნერი 90+3), გინჩეკი

მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი

გოლები: 1:0 ვუჩინოვიჩი (4), 1:1 დიდავი (36), 1:2 გინჩეკი (72)

გაფრთხილება: შტოპელაკმპი (77), გინჩეკი (80), ლაკიჩი (85), კოსტიჩი (90+2)

მსაჯი: ველცი

ბურთის ფლობა: 52-48, დარტყმა: 15 (5)-18 (3), კუთხური: 2-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 12-18

ჰანოვერი-ფრაიბურგი 2:1 (1:0)

ჰანოვერი: ცილერი, შმიდებახი, მარსელო, შულცი, ალბორნოსი, სალიფ სანე, ანდრეასენი (ფელიპე 82), შტინდლი, კიოტაკე (სტანკევიჩიუსი 82), პრიბი (ქარამანი 34), ბრიანი

მწვრთნელი: მიხაელ ფრონცეკი

ფრაიბურგი: ბიურკი, მუიჯა, კრმაში, მიტროვიჩი, გიუნტერი, დარიდა (ფრანცი 83), ჰოლფერი, კლაუსი (პეტერსენი 68), შმიდი, გუედე (ფილიპი 76), მეჰმედი

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლები: 1:0 კიოტაკე (3), 2:0 კრმაში (84 ავტოგოლი), 2:1 პეტერსენი (90+2)

გაფრთხილება: შმიდებახი (14), მიტროვიჩი (69), შულცი (80), კრმაში (90+4)

მსაჯი: შტარკი

ბურთის ფლობა: 44-56, დარტყმა: 11 (6)-9 (5), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 0-3, სეივი: 4-4, ჯარიმა: 16-15

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 2:1 (1;0)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრობლი, აბრაჰამი, თოლიანი, შვეგლერი, პოლანსკი, ფოლანდი, ფირმინო (ამირი 87), რუდი, მოდესტე (ელიონუსი 82)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ჰეიტინგა, ლანგკამპი, პლატენჰარდტი, შკიელბრედი, ლუსტენბერგერი, ჰარაგუჩი (ვაგნერი 85), შტოკერი (ჰასოგაი 77), შულცი, კალუ (ბერენსი 64)

მწვრთნელი:Lპალ დარდაი

გოლები: 1:0 მოდესტე (8), 1:1 ბერენსი (72), 2:1 ფირმინო (88)

გაფრთხილება: შტრობლი (1), შტოკერი (44), რუდი (28), ბიურხერტი (81)

მსაჯი: კირხერი

ბურთის ფლობა: 68-32, დარტყმა: 16 (5)-4 (1), კუთხური: 1-2, თამაშგარე: 23, სეივი: 0-3, ჯარიმა: 14-18

დორტმუნდი-ვერდერი 3:2 (3:1)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, დურმი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, კელი (სვენ ბენდერი 86), გიუნდოგანი, მხითარიანი, კაგავა (იოჯიჩი 81), როისი (იმობილე 74), ობამეიანგი

მწვრტნელი: იურგენ კლოპი

ვერდერი: კასტელსი, ბუსხი (ლორენცენი 61), ლუკიმია, ვესტერგარდი, შტერნბერგი (პრიოდლი 87), ფელიქს კროოსი (მაკიადი 75), გაბრე სელასი, იუნუზოვიჩი, ოზთუნალი, ბარტელსი, დი სანტო

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

გოლები: 1:0 კაგავა (15), 2:0 ობამეიანგი (17), 2:1 ოზთუნალი (26), 3:1 მხითარიანი (42), 3:2 გაბრე სელასი (85)

გაფრთხილება: არ ყოფილა

მსაჯი: გრეფე

ბურთის ფლობა: 61-39, დარტყმა: 22 (8)-7 (4), კუთხური: 9-1, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-5, ჯარიმა: 11-3

გლადბახი-აუგსბურგი 1:3 (1:0)

გლადბახი: ზომერი, კორბი, ნორდვაიტი, ბრაუერსი, ვენდტი, კრამერი, ჯაკა (ჰანი 43), ჰერმანი (ჯონსონი 64), თორგან აზარი (ტრაორე 84), რაფაელი, მაქს კრუზე

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

აუგსბურგი: ჰიტცი, ფოილნერი, ჰონგი, კლასვანი, ბაბა, კორი (მიოლდერსი 68), ბაიერი, ეშვაინი (პარკერი 60), ჰიობერგი, ტობიას ვერნერი, ალტინტოპი (მატავჟი 53)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლები: 1:0 რაფაელი (36), 1:1 ჰიობერგი (72), 1:2, 1:3 მატავჟი (77, 90+5)

გაფრთხილება: ჯაკა (21), ჰერმანი (27), ჰიობერგი (35), კორი (45), ვენდტი (86), მაქს კრუზე (90+3)

გაძევება: ნორდვაიტი (61)

მსაჯი: ვაინერი

ბურთის ფლობა: 44-56, დარტყმა: 10 (3)-15 (4), კუთხური: 1-6, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-2, ჯარიმა: 13-17

აინტრახტი-ლევერკუზენი 2:1 (2:1)

აინტრახტი: ტრაპი, ჩანდლერი, სამბრანო, მადლუნგი, ოცზიპკა, რუში, ჰასებე, აიგნერი (იგნიოვსკი 81), შტენდერა (ფლუმი 80), ვალდშმიდტი (ვალდესი 69), სეფეროვიჩი

მწვრთნელი: თომას შააფი

ლევერკუზენი: ლენო, ლარს ბენდერი, იედვაი (როლფესი 88), ბიონიში, ვენდელი, რაინარტცი, ჩალჰანოღლუ, სონი, ბრანდტი (კასტრო 60), ბელარაბი, კისლინგი (დრმიჩი 66)

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლები: 1:0 სეფეროვიჩი (4), ბელარაბი (6), 2:1 მადლუნგი (39)

გაფრთხილება: ჩანდლერი (21), ვალდესი (86)

მსაჯი: ვინკმანი

ბურთის ფლობა: 43-57, დარტყმა: 8 (3)-19 (7), კუთხური: 3-8, თამაშგარე: 4-3, სეივი: 6-1, ჯარიმა: 20-13

კიოლნი-ვოლფსბურგი 2:2 (1:2)

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო (პეშკო 46), ვიმერი, მარო, სვენტო, გერჰარდტი, ნაგასავა (მატუშიკი 70), ლემანი, რისე, ოსაკო, უჯა (ბრიოკერი 48)'

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

ვოლფსბურგი: გრიუნი, ვიერინია, ტიმ კლოზე, კნოხე, შეფერი, ლუის გუსტავო, არნოლდი (გულავოგი 85), დე ბრუინი, კალიჯური (შიურლე 63), პერიშიჩი (იუნგი 73), დოსტი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 ოსაკო (3), 1:1 ლუის გუსტავო (8), 1:2 პერიშიჩი (15), 2:2 კნოხე (61 ავტოგოლი)

გაფრთხილება: არ ყოფილა

მსაჯი: გეგელმანი

ბურთის ფლობა: 38-62, დარტყმა: 12 (3)-15 (5), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-1, ჯარიმა: 14-8

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.190167