ფეხბურთი

17:08 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძის მომავალი გაურკვეველია  

ბაქოს “ინტერის” მცველმა ლაშა სალუქვაძემ, რომელსაც აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, ჯერჯერობით არ იცის სად გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ მან ინტერნეტპორტალ apasport.az-თან ისაუბრა. აზერბაიჯანის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში “ინტერმა” გაჩემპიონებული აგდამის “ყარაბაღი” დაამარცხა.

- “ინტერი” ჩემპიონი რატომ ვერ გახდა?

- კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ბოლო სამი თვის განმავლობაში გუნდში სერიოზული პრობლემები წარმოიშვა. თუმცა, თავის მართლება არ მინდა. სჩანს, “ყარაბაღი” “ინტერზე” უფრო ძლიერი იყო და ჩემპიონი ამიტომ გახდა.

- რამდენიმე დღის წინ კლუბის პრეზიდენტ გიორგი ნიკოლოვს შეხვდით. კლუბის ხელმძღვანელობამ ამ შეხვედრის მერე რამე თანხა გადაგიხადათ?

- მას არა მთელი გუნდი, არამედ, რამდენიმე ფეხბურთელი შეხვდა. მან თქვა, რომ სიტუაცია გამოსწორდება. თუმცა, ჯერ ამას ვერ ვხედავთ.

- ვერცხლის მედლები მოიპოვეთ. “ინტერისთვის” მეორე ადგილი წარმატებად ჩაითვლება?

- რა თქმა უნდა, ჩვენთვის წარმატებული შედეგია. რამდენიმე კლუბის ბიუჯეტი ჩვენსაზე ბევრად მეტია, მაგრამ “ინტერმა” მათ სატურნირო ცხრილში გაასწრო. ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაც წარმატებაა.

- “ინტერში” დარჩებით?

- კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება. დარჩენა და კიდევ ერთი წელი თამაში მსურს. თუმცა, გუნდში სერიოზული პრობლემებია. კლუბში თავდაპირველად სურდათ, რომ დავრჩენილი, მაგრამ შემდეგ პრობლემები წარმოიშვა. ამიტომ, საკითხი ღიაა. მომავალში რა იქნება დრო გვაჩვენებს.

0.129484