ფეხბურთი

18:58 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “დინამოს” აკადემიაში ცვლილებები არ მომხდარა

მცირე ხნის წინ “დინამო თბილისის” საფეხბურთო სკოლის დახურვის შესახებ გაჩნდა ცნობა, რაც შემდგომ კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ დაადასტურა. დღეს “დინამოს” საფეხბურთო სკოლაში დასაქმებული მწვრთნელები დაითხოვეს. ეს ცნობა კლუბში დაგვიდასტურეს.

დათხოვნილთა რაოდენობა 10 პირზე მეტია. დათხოვნილთა შორისაა წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გიორგი შაშიაშვილი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა “დინამოში” დაასრულა, შემდეგ კი “დინამოს” ბავშვთა სკოლაში 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.

“დინამოს” აკადემიის მწვრთნელების დათხოვნა სიმართლეს არ შეესაბამება. მწვრთნელთა გაშვება მხოლოდ სკოლის გაუქმებითაა გამოწვეული, რასაც ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიასთან კავშირი არ აქვს. “დინამოს” აკადემიის მწვრთნელები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115642