ფეხბურთი

12:14 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა და კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა (“დნიპრო”) და კიდევ ერთი შუახაზელი ალექსანდრე კობახიძე (“ვოლინი”), ინტერნეტპორტალ ua-football.com-ის ვერსიით უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ამასთანავე, კობახიძე სიმბოლურში კიდევ ერთმა ინტერნეტპორტალმა football.ua-მ შეიყვანა.

“ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე მხოლოდ 45 წუთი დააყენა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში კანკავა დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა გახდა. მოედნის ცენტრში ჯაბა ტოლსწორი არ ჰყავდა. დიდი სურვილითა და თავდადებით ორთაბრძოლებში შედიოდა და კიეველებს შეტევის ორგანიზების საშუალებას არ აძლევდა. აღსანიშნავია, რომ კანკავა ფაქტობრივად “დნიპროს” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მჭიდრო გრაფიკით თამაშობს და კვირაში ორ მატჩს ატარებს. მარკევიჩი საყრდენ ნახევარმცველს სასტარტოში ადგილს როგორც ევროთასებზე, ასევე, უკრაინის ჩემპიონატსა და თასზე”, - იუწყება ua-football.com-ი კანკავას შესახებ, რომელიც მიმდინარე სეზონში სიმბოლურში მეორედ მოხვდა.

“ჰოვერლასთან” მატჩში ქართველმა ლეგიონერმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. კობახიძე უჟგოროდელთა საჯარიმოში ბურთს რეგულარულად აწვდიდა, მცველებს გვერდს უვლიდა და სხვადასხვა პოზიციიდან კარში ურტყამდა. მიუხედავად იმისა, რომ შემტევმა ნახევარმცველმა ერთხელ გაიტანა, ალექსანდრე თავის გამოჩენაში პარტნიორებსაც დაეხმარა და ზაკარპატული გუნდის დაცვა მუდმივად დაძაბული ჰყავდა. გროზნის შეგირდებმა სწრაფ ქართველს ვერაფერი დაუპირისპირეს”, - აღნიშნა ua-football.com-მა კობახიძის შესახებ.

“მეტალისტთან” მატჩის შემდეგ, კვარციანიმ ქართველის მისამართით რამდენიმე უსიამოვნო სიტყვა თქვა. მიუხედავად ამისა, “ჰოვერლას” წინააღმდეგ კობახიძე მოედანზე პირველი წუთიდან გავიდა და მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა. მან სწრაფი გოლი გაიტანა და ჰოვერლას დაცვას ბევრი პრობლემა შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ კობახიძე “ვოლინის” ერთადერთი მოთამაშე გახდა, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში გრძელი გადაცემა არ გაუკეთებია”, - ასე შეაფასა football.ua-მ კობახიძის თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115427