გასული საუკუნის 60-იან წლებში ლივერპულელი ჯგუფი, სახელწოდებით “ბითლზი” პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა. დიდს, პატარას, ქალსა თუ კაცს პირზე ლივერპულელი ოთხეულის შემოქმედება ეკერა. ვერ ვიტყვით, რომ ამ უკვე აღარ არსებულ მუსიკალურ ჯგუფს საზოგადოების სიყვარული და ინტერესი მოაკლდა. თუმცა ლივერპული ის ქალაქია, სადაც მხოლოდ “ბითლზები” არ სულდგმულობდნენ, ლივერპულს სხვა ღირსეშესანიშნაობაც გააჩნია ფეხბურთის სახით. მშვენიერ ალბიონურ ქალაქს ორი საფეხბურთო კლუბი ჰყავს – “ევერტონი” და “ლივერპული”.
“ლურჯებისგან” განსხვავებით “წითლები” ბითლმანური ქალაქის მთავარ გუნდად უკვე კარგა ხანიაა აღქმული. “ენფილდ როუდზე” არაერთი დაუვიწყარი მატჩი გამართულა და არაერთ დაუვიწყარ და კაშკაშა ვარსკვლავს გაუგორებია ბურთი.
და მაინც, 16 მაისს, “ენფილდს” პრემიერლიგის მორიგ, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ მატჩში სათამაშოდ ლონდონის “კრისტალ პალასი” ეწვია. თუმცა დრო რომ გავა, ეს შეხევდრა რიგით მატჩად აღარ მოიხსენიება – ამ დღეს საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ბოლოჯერ ითამაშა სტივენ ჯერარდმა. ჯერარდი “ლივერპულისთვის” ჩვეულებრივი ფეხბურთელი, უბრალოდ კაპიტანი არ ყოფილა. ჯერარდი უფრო მეტი იყო, ვიდრე ერთი კონკრეტული ფეხბურთელი შეიძლება იყოს კონკრეტული გუნდისთვის.
სტივენი “ენფილდის” კედლებს ბავშვობიდანვე დაუკავშირდა. 1997 წლის 5 ნოემბერს, “ლივერპულის” მაშინდელმა ხელმძღვანელებმა სრულიად უცნობ ბიჭუნას, რომელიც იმ დღეს მხოლოდ და მხოლოდ 17 წლის გახლდათ, პროფესიული კონტრაქტი გაუფორმეს. მას შემდეგ კი ჯერარდისა და წითელი მაისურის ისტორია გრძელდება, უფრო სწორად გრძელდებოდა...
მთავარ გუნდში დებიუტამდე ყმაწვილ სტივენს მოცდა წელიწადი მოუწია. ეს დღე კი 1998 წლის 29 ნოემბერს დაუდგა, როცა მატჩის ბოლო წუთებზე “ბლექბერნ როვერსთან” მატჩისას პირველად ითამაშა პრემიერლიგაში. მას შემდეგ ინგლისის მთავარ ლიგაში ჯერარდმა 500-ზე მეტჯერ შეძლო თამაში. ისე, უცნაურია, ბედის განგებითა და ირონიით ლეგენდას სამშობლოს დატოვება ისე უხდება, რომ პრემიერლიგის ოქროს მედალს ვერაფრით ეღირსა. არადა, კაცმა რომ თქვას, ამ ერთ ოქროს მედალს “ლივერპული” თუ არა, ჯერარდი მაინც იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთი ხომ გუნდური თამაშია და ინდივიდებისთვის სხვა ჯილდოები არსებობს, ზოგჯერ ნაკლებად ფასეული, ზოგჯერ მეტადაც.
სამაგიეროდ, “სტივიჯი” საფეხბურთო ფორტუნამ ბოლომდე არ გაწირა და თუ მშობლიურ ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს გარეშე დარჩა, იგივე ევროსარბიელზე არ მოჰკლებია. ჩემპიონთა ლიგა იქნებოდა ეს, უეფას თასი თუ ევროპის სუპერთასი...
2000-2001 წლების გვირგვინი ენფილდელთათვის ესპანური “ალავესის” წინააღმდეგ ნათამაშები უეფას თასის ფინალი იყო, რომელიც ჯერარდმა და მისმა თანაგუნდელებმა დრამატულად მოიგეს. ალბათ, ესეც განგების ნება გახლდათ - ჯერარდის “ლივერპულს” გადამწყვეტ მატჩებში დრამატიზმით აღსავსე თამაშების გამართვა არაერთგზის მოუწია. მათ შორის, იყო 2006 წლის მაისში “უემბლიზე” გამართული ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” წინააღმდეგ, რომელშიც მეტოქეებმა ერთურთს 3-3 გოლი გაუტანეს. ჯერარდის გასახარად, თერთმეტმეტრიანები უფრო ცივსისხლიანად მან და მისმა თანაგუნდელებმა შეასრულეს.
2005 წლის, 25 მაისი იყო, სტამბოლი, “ათა თურქის” ლამაზი სტადიონი, მაგრამ ისეთი, ერთი შეხედვით ძველ ნაგებობას რომ მოაგონებს ადამიანს. “მილანი” კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულს” უპირისპირდებოდა. იტალიელები, რომლებიც თამაშის წინ ფავორიტადაც ითვლებოდნენ, პირველ ნახევარში ანგარიში 3:0 წაიყვანეს. აბა, მაშინ რომელ გიჟს მოუვიდოდა აზრად, რომ მეორე ტაიმში მოედანზე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლებოდა, თუმცა სტივენ ჯერარდი დანებებას არ აპირებდა. იმ დღეს ლივერპულელთა კაპიტანი სახლში თასის წასაღებად იყო შემართული. სწორედ მისი მეთაურობით, მისი პირველი გამოსაფხიზლებელი გოლით დაიწყო ინგლისური გრანდის კოშმარული სიზმარიდან გაღვიძება. თუ როგორ და რანაირად დასრულდა აღნიშნული შეხვედრა, ვფიქრობ ჩვენს მკითხველს შეხსენებადაც არ სჭირდება. ეს მთლიანად ჯერარდის დამსახურება იყო.
ახლა 2015 წელია, ჯერარდმა კი დიდი გუნდის კაპიტნობა 2003 წლის ოქტომბერში ფინელი სამი ჰიუპიასგან გადაიბარა. ასე გადაწყვიტა “წითლების” მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ. ფრანგმა 23 წლის ინგლისელში ლიდერის თვისებები იმთავითვე დაინახა და განსჭვრიტა - არც შემცდარა...
24 მაისს, “სტოკ სიტისთან” მატჩში სტივენ ჯერარდი უკანასკნელად მოირგებს წითელ მაისურს, უკანასკნელად გაიკეთებს კაპიტნის სამკლავურს, უკანასკნელად გაუძღვება საკუთარ გუნდს და თამაშის შემდეგ ოკეანის მიღმა, ამერიკაში გაფრინდება, იქ, სადაც მას ელიან...
დასრულდება ისტორია, რომელიც აგერ უკვე ლამის 17 წელი გრძელდება. მალე დასრულდება ისტორია, თუმცა ვერ დასრულდება ჯერარდისა და ლივერპულელი ქომაგების სიყვარულის ისტორია, იგი სამუდამოა და იარსებებს, ვიდრე საფეხბურთო კლუბი “ლივერპული” ისულდგმულებს.. სტივენ ჯერარდი და “ლივერპული” უკვე ერთი ცნებებია და ვერაფერი დააშორებთ...
თანაც ლივერპულში ხომ უკვე არსებობს მაგალითი, რომ წარსული არ ავიწყდებათ. ჯერარდი “ბითლზებთან” ერთად ამ ქალაქის სავიზიტო ბარათად დარჩება და იგი არასოდეს იქნება მარტო...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი სტატიაა, რომელიც თითქმის სრულყოფილად გამოხატავს ქომაგთა სულისკვეთებას ლივერპულის ლეგენდარული რვიანის (ჯერარდის ნომერია გუნდში) მიმართ. თუმცა, როდესაც სტამბულის ზღაპრულ ფინალს ახსენებს, ავტორს ერთი მნიშვნელოვანი რამ არ უთქვამს რაც შემდეგ საყოველთაოდ გახდა ცნობილი. გთავაზობთ ამ მნიშვნელოვან დეტალს რომელიც მაშინდელმა თურქულმა პრესამ მატჩის შემდეგ დაწერა (ცნობისათვის მე იმ თამაშს ვესწრებოდი):
"როდესაც პირველი ტაიმის შემდეგ ლივერპულის მოთამაშეთა გასახდელში შეიხედავდით, იქ ძირითადად სიჩუმე და იმედგაცრუება სუფევდა. თვით რაფა ბენიტესიც კი ბევრს ვერაფერს ამბობდა და გაუბედავად ცდილობდა მოთამაშეთა გამხნევებას. და ასე გრძელდებოდა იმ მომენტამდე, სანამ გარეთ გასვლის დრო მოახლოვდა... სწორედ ამ მომენტში "სტივი ჯი"-ს სახეზე ბრაზი, მრისხანება და შეუპოვრობა ერთიანად გამოისახა. მან თავისი მარჯვენა ხელი მაღლა შემართა, თანაგუნდელებს კუშტად გადახედა და ხმამაღლა გასძახა: FOLLOW ME!(მომყევით!)
ამის შემდეგ იგი, ვითარცა ჭეშმარიტი კაპიტანი, გუნდს გასასვლელისკენ გაუძღვა და მოედანზე სრული რწმენა დააბრუნა!"
ლეჯენდ
სტივი მაგარი იგროკიაა და უდიდეს პატივს ვცემ ამ მოთამაშეს, ლივერპულის ლეგენდაა და ლივერპულს ჯერ გაუჭირდება ჯერარდის გარეშეეე
ლეგენდა ულაპარაკოდ. ლივერპული მის გარეშე ვერ წარმომიდგენია
stripslashes((strlen('http://getamashebi.com/')>0?'http://getamashebi.com/':'http://getamashebi.com/')) - საუკეთესო თამაშების საიტი. შედით ყველა
0?'>http://getamashebi.com/':'>http://getamashebi.com/')) - საუკეთესო თამაშების საიტი. შედით ყველა
0?'>http://getamashebi.com/':'>http://getamashebi.com/')) - საუკეთესო თამაშების საიტი. შედით ყველა
ვისი ფანიც არ უნდა იყო, შეუძლებელია ეს ადამიანი არ დააფასო. მართლაც ლეგენდაა სტივიჯი.
მართალია.
ასეა
რაული რეალში,---ლემპარდი ჩელსში----ჯერალდი ლივერპულში----მალდინი მილანში----პუიოლი ბარსაში ამ გუნდების ბალეშიკებმა უნდა ტქვან რომ ნამდვილი ვარსკვლავები ჩვენტან ტამაშობდენონ/
გამონაკლისი ლამპარდია რომელიც ჩელსის აღზრდილი არ არის. ვესტ ჰემიდან იყიდეს როგორც ამომავალი ვარსკვლავი.
ლამპარდი არაა ჩელსის აღზრდილი მაგრამ საკმაოდ დიდხანს თამაშობდა და უდავოდ არის ჩელსის ლეგენდაა, ყველადროის ბომბარდირია გუნდის და ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული.
უდიდესი ფეხბურთელი შეძლო გაცილებით მაგარი კარიერა ქონოდა სხვა გუნდში რომ გადასულიყო რისი შანსიც არაერთხელ ქონდა;დდდ
კი შეეძლო და გადავიდოდა თუ მოისურვებდა მაგრამ მაშინ ის ჯერარდი აღარ იქნებოდა რაც დღეს-დღეისობითაა!
ლივერპული...ლეგენდა და ბრენდია
ნამდვილად 1-1 გამორჩეული ფეხბურთელი
უდიდესი ფეხბურთელი