ფეხბურთი

18:09 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

აბიატი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

იტალიური “მილანის” 38 წლის მეკარე კრისტიან აბიატი შესაძლოა მიმდინარე სეზონის შემდეგ ფეხბურთიდან წავიდეს. ამის შესახებ ვეტერანმა მეკარემ გამოცემა “კორიერე დელა სერას” განუცხადა.

“ან კონტრაქტს გავახანგრძლივებ, ან ფეხბურთიდან წავალ”, - თქვა აბიატიმ.

იტალიელ კიპერს კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ “როსონერის” რიგებში აქვს გატარებული. სწორედ შავ-წითლებში შედგა მისი პროფესიონალური დებიუტი. სხვადასხვა დროს იგი იჯარით ტურინის “იუვენტუსში”, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ტორინოშიც” თამაშობდა. მიმდინარე სეზონში კი მან სერია A-ში 9 შეხვედრა ჩაატარა.

0.120548