ფეხბურთი

12:36 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზენიტი” რუსეთის ჩემპიონია

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” რუსეთის ჩემპიონი პრემიერლიგის 2014/15 წლების სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა. ვილაშ ბოაშის შეგირდებმა ცსკა-ს ორწლიანი დომინირება დაასრულეს. გასული ორი სეზონის განმავლობაში მოსკოველები პირველობას არავის უთმობდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ “ზენიტმა” რუსეთის ჩემპიონობა მეოთხედ დააჭაშნიკა, ვერცხლის მედლები კი სამჯერ მოიპოვა. რუსეთის თასი გუნდმა მხოლოდ ერთხელ 2003 წელს აღმართა, ხოლო სუპერთასი 2008 და 2011 წლებში მოიგო.

თეგები“ზენიტი”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.199972