ჩოგბურთი

16:07 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: “როლან გაროსზე” დამარცხება არ არის მსოფლიოს დასასრული”

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა მოახლოებული “როლან გაროსის” ტურნირის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს მისი დამარცხების დიდი ალაბათობა.

“ამ წელს უფრო დიდი ალბათობა, რომ “როლან გაროსზე” დავმარცხდე, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუმცა, მე მზად ვარ, ყველა თამაშში ვიბრძოლო. თუ წავაგებ, ამით ცხოვრება არ გაჩერდება. ეს ტურნირი მე ბევრჯერ მოვიგე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - მინდა დიდი სლემის მე-15 ტურნირი საფრანგეთში მოვიგო, დამარცხება კი ცხოვრების ნაწილია”- განაცხადა ნადალმა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს “როლან გაროსი” 9-ჯერ აქვს მოგებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. საფრანგეთის “დიდი სლემის” ტურნირზე რაფაელი მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს შვედ რობინ სოდერლინგთან დამარცხდა.

0.119519