ფეხბურთი

17:34 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩერდანცევი "დნიპროს" წინააღმდეგ

უკრაინული დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა იცავს, თავის ისტორიაში ევროტურნირების ფინალში პირველად გავიდა. ამ ფაქტს ცნობილი საფეხბურთო სპეციალისტები სხვადასხვაგვრად გამოეხმურნენ.

მათ შორის ერთ-ერთი კი "ნტვ პლიუსის" კომენტატორი გიორგი ჩერდანცევი გახლდათ, რომელმაც თავისი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე უკრაინული გუნდის მიმართ არცთუ თბილად დაწერა.

"დნიპროს" ფინალში გასვლა ევროპის ლიგის საბოლოო დისკრედიტაციას ნიშნავს. შეგიძლიათ ეს ტურნირი დახუროთ, - დაწერა ჩერდანცევმა.

ცნობილი კომენტატორის პოსტს გულშემატკივართა მხრიდან უარყოფით რეაქცია მოჰყვა, რის გამოც, რუს ჟურნალისტს სხვა პოსტის გამოქვეყნებაც მოუწია.

"კარგად გამიგეთ, "დნიპროს" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არანორმალურია, როცა ასეთი დონის გუნდი ევროთასების ფინალში გადის", - წერს ჩერდანცევი.

"დნიპრომ" ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე იტალიური "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და ფინალში, რომელიც 27 მაისს, ვარშავაში გაიმართება, ესპანურ "სევილიას" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114035