ფეხბურთი

21:50 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” მარტინესს აკვირდება

მერსესაიდული “ლივერპული” სან-სებასტიანი “რეალ სოსიედადის” ცენტრალურ მცველს ინიგო მარტინესს აკვირდება. აღნიშნულ ინფორმაციას მთელი რიგი ბრიტანული და ესპანური გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ცნობილია, “ლივერპულის” სკაუტები მარტინესის თამაშის სანახავად გასულ შაბათს “ნოუ კამპზე” იმყოფებოდნენ, სადაც “ბარსელონამ” “სოსიედადს” ორი უპასუხო გოლი გაუტანა. გავრცელებული ინფორმაციიის თანახმად, “ლივერპული” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბასკი მცველის დამატებას 30 მილიონ ევროდ ეცდება.

23 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში 39 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ინიგოს “სოსიედადთან” მოქმედი კონტრაქტი 2017-წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113113