ფეხბურთი

18:17 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვენესუელას გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

ვენესუელას ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნოელ სანვისენტემ 2015 წლის კოპა ამერიკისთვის გაფართოებული 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ვენესუელელი სპეციალისტი საბოლოოდ სამხრეთ ამერიკის პრესტიჟულ ტურნირზე 23 ფეხბურთელს წაიყვანს.

ნოელის გუნდი კოპა ამერიკაზე ბრაზილიის, კოლუმბიის და პერუს წინააღმდეგ C ჯგუფში იასპარეზებს. სანვისენტეს პირველი შეკრებისთვის გამოძახებული 30 ფეხბურთელის სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ალაინ ბაროხა, უილკერ ფარინესი (ორივე “კარაკასი”), დანი ერნანდესი (“ტენერიფე”, ესპანეთი).

მცველები: გაბრიელ სიჩერო (“მინეროსი”), გრენდი პეროსო (“აიაჩო”, საფრანგეთი), ანდრეს ტუნესი (“ბურირამ იუნაიტედი”, ტაილანდი), ხუან ფუენმაიორი (“დეპორტივო ანსოატეგი”), უილკერ ანხელი (“დეპორტივო ტაჩირა”), ალექსანდერ გონსალესი (“აარაუ”, შვეიცარია), რობერტო როსალესი (“მალაგა”, ესპანეთი), ფერნანდო ამორებიეტა (“მიდლსბრო”, ინგლისი), ოსვალდო ვისკარონდო (“ნანტი”, საფრანგეთი).

ნახევარმცველები: რაფაელ აკოსტა (“მინეროსი”), ალეხანდრო გუერა (“ატლეტიკო ნასიონალი”, კოლუმბია), რონალდ ვარგასი (“ბალიქესირსფორი”, თურქეთი), ფრანკლინ რუსელა (“დეპორტივო ლა გუაირა”), სესარ გონსალესი, იოანდრი ოროსკო (ორივე “დეპორტივო ტაჩირა”), ტომას რინკონი (“ჯენოა”, იტალია), ლუის მანუელ სეიხასი (“სანტა ფე”, კოლუმბია), ხუან არანგო (“ტუხუანა”, მექსიკა), ჯონ მურილიო (“ზამორა”).

თავდამსხმელები: ედერ ფარიასი (“კარაკასი”), გელმინ რივასი (“დეპორტივო ტაჩირა”), კრისტიან სანტოსი (“ნაიმეგენი”, ჰოლანდია), ფერნანდო არისტეგუიეტა (“ფილადელფია”, აშშ), ნიკოლას ფედორი (“რაიო”, ესპანეთი), მარიო რონდონი (“შიჟაჟუანგი”, ჩინეთი), იოსეფ მარტინესი (“ტორინო”, იტალია), სალომონ რონდონი (“ზენიტი”, რუსეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11543