ფეხბურთი

21:16 | 12.05.2015 | ნანახია 2674 - ჯერ

აღმასკომმა თბილისის “ლოკომოტივი” დილემის წინაშე დააყენა

11 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებამ ხარაგაულის “ჩხერიმელასა” და მისი ფეხბურთელების მიმართ, ხარაგაულელთა და თბილისის “ლოკომოტივის” მესვეურთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

აღმასკომმა გარიგებულ მატჩებში ბრალდებულთა საქმის გამოძიების დასრულებამდე, საფეხბურთო კლუბ “ჩხერიმელას” და მის ორ ფეხბურთელს თემურ სანიკიძესა და გიორგი გოდერიძეს უფლება-მოვალეობა შეუჩერა.

ასევე, 5 მაისის მერე (იმ დღიდან, როცა შსს-მ “ჩაწყობილ” მატჩებში ბრალდებულები დააკავა) ჩატარებულ თუ ჩასატარებელ მატჩებში “ჩხერიმელას” წაგება ჩაეთვლება.

“ჩხერიმელამ” საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის A ზონის 34-ე ტურში ზუგდიდის “ლაზიკა” 2:0 დაამარცხა, ხოლო “ლოკომოტივმა” სტუ-ს 6:0 სძლია. შესაბამისად, “ლოკომოტივი” 62 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო “ლაზიკა” 60 ქულით მესამეა. აქედან გამომდინარე, “ლოკომოტივს” უმაღლეს ლიგაში გადასავლელ პლეი ოფში თამაშის შანსი გაუჩნდა.

თუმცა, აღმასკომის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, “ჩხერიმელას” (0:3) წაგება ჩაეთვალა და ამიტომ, 63 ქულით მეორე ადგილზე “ლაზიკამ” გადაინაცვლა. არადა, “ჩხერიმელა” – “ლაზიკას” მატჩის დროს, ხარაგაულელთა ორი ფეხბურთელი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული ჰყავდა.

თუ დარჩენილ ორ ტურში “ლაზიკა” ორივე მატჩს მოიგებს, მაშინ, პლეი-ოფში სწორედ ზუგდიდური გუნდი მოხვდება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველ ლიგის A და B ზონებში მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში ერთმანეთში ითამაშებენ. მათ შორის გამარჯვებული უმაღლეს ლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება და გამარჯვებული მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

ბუნებრივია, “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობას პრეტენზია აქვს, რადგან აღმასკომის გადაწყვეტილების გამო, დიდი შანსია მეორე ადგილზე გასვლისა და უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად ბრძოლის შესაძლებლობა დაკარგოს.

თავის მხრივ, “ჩხერიმელას”, რომელიც მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება, წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორი მოთამაშის გამო, მთელი გუნდის დასჯა, არამართებულია. მათი თქმით, შესაძლოა, ორმა ფეხბურთელმა თამაშის “ჩაწყობა” გადაწყვიტა, მაგრამ კლუბს ამასთან კავშირი არ აქვს.

რთული სათქმელია რატომ აიღო აღმასკომმა ათვლის წერტილად მაინც და მაინც 5 მაისის მერე ჩატარებული მატჩები. მითუმეტეს, როდესაც გოდერიძესა და სანიკიძეს “ლაზიკასთან” არ უთამაშიათ. ალბათ, გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, რომ “ჩხერიმელას” დარჩენილი შეხვედრები ჩაეტარებინა და თუ კლუბს დაუმტკიცდებოდა, რომ გარიგებულ შეხვედრებში მონაწილეობდა, ამ შემთხვევაში მეორე ლიგაში დაექვეითებინათ. მითუმეტეს, ამ გადაწყვეტილების გამო დიდი შანსია “ლოკომოტივმა” იზარალოს, რომელიც მართლაც არაფერ შუაშია.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:20 | 13.05.2015
zaza1980 (1153)

სიჭინავას ხელი ურევია ლაზიკას უგვარებს საქმეს,ტფუი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ

00:15 | 13.05.2015
vasilich (1440)

gigatrancer
იმ აღმასკომში რომ ტიპები ზიან, იმათ გამომეტყველებას დააკვირდი ფოტოებში და აღარ გაგიჩნდება კითხვა თუ რატომ იღებენ ეგეთ გადაწყვეტილებებს.
ცეკა კაპეესესია სუფთა

08:08 | 13.05.2015
BEERTRANCE (97819)

ჰოდა მერე უკვირთ რატო უნდა გინდოდეს რაგბი და რატო არ უნდა ჩადო ფეხბურთში ფულიო DDDDDDDDDDDDDდდდდ

22:50 | 12.05.2015
BEERTRANCE (97819)

არა ისე თუ არაა გამოძიებული საქმე რატო აკლებდნენ, იქნებ და კლუბი არაფერ შუაშია DDDDDD

22:49 | 12.05.2015
BEERTRANCE (97819)

ა და ამათ რო აღტაცებული ხბოს თავლებით შეხედავ ისევ ფულებს მოგვცემენო და ტრაწლიგაში სიამოვნებით ჩაერთვები, ყველაფრის ღირსი ხარ.

22:34 | 12.05.2015
levani82 (41682)

ჩხერიმელა, რომ უდანაშაულო აღმოჩნდეს მერე სად მიდიან? ლოკომოტივი გაწირეს რა. ლაზიკამ ზედიზედ რამდენი თამაში წააგო

22:21 | 12.05.2015
vasilich (1440)

ძალიან კომპეტენტური აღმასკომი და ზოგადად ფედერაცია რომ გვყავს, ამითაც დადასტურდა, ზესტას რომ თავი დავანებოთ

ვაი ამათ პატრონს!

21:35 | 12.05.2015
qomagi555 (259)

ზუსტად ეს დავწერე წინა სტატიის კომენტარებში
ორი ვარიანტია:

1. აღმასკომის წევრებისგან არცერთს არ აღმოაჩნდა ელემენტარული აზროვნების უნარი. უბრალოდ რომ ვთქვათ შტერესბი არიან

2. ეს ყველაფერი (ლოკომოტივის დაჩაგვრა)მიზანმიმართულად მოხდა. ამ ეჭვს ამძაფრებს სიჭინავას ზუგდიდური ინტერესები და ის რომ ლაზიკა მის ბაზაზე ვარჯიშობს და თამაშობს ზუგდიდში

ორივე შემთხვევა სავალალოა სამწუხაროდ და ქართული ფეხბურთს ასეთები არ უნდა მართავდნენ...

21:59 | 12.05.2015
kuga_kuga (129)

ლაზიკას რომ ნდომებოდა მოიგებდა იმ თამაშს... თუ იმ 2 თამაშიდან ერთერთი არ წააგო ლაზიკამ აგერ თქვენ და აგერ მე :-))))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066241