ფეხბურთი

18:11 | 11.05.2015 | ნანახია 1269 - ჯერ

კობახიძემ “მეტალისტს” გაუტანა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ლუცკის “ვოლინის” შემადგენლობაში თავი უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში გამოიჩინა.

ხარკოვში ადგილობრივი “მეტალისტისა” და “ვოლინის” დაპირისპირება 3:3 დასრულდა, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-40 წუთზე გახსნა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ “ვოლინი” შეხვედრას 3-ჯერ იგებდა, მაგრამ მაინც მხოლოდ ქულას დასჯერდა. ხარკოველებმა მესამედ ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაათანაბრეს. მცველი თემურ ფარცვანია ლუცკელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:39 | 12.05.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

23:58 | 11.05.2015
gerard888 (1536)

კობახიძე კაი ფეხბურთელია იმედია უკეთეს გუნდში გადავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067022
სარეკლამო ადგილი - 99
X x X