მარიუპოლის “ილიჩევეცის” მცველი ზურაბ ოჩიგავა უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პეტრაკოვმა შეკრებაზე 24 მოთამაშე გამოიძახა, რომელთაგან მსოფლიო პირველობაზე 21 გაემგზავრება.
ცოტა ხნის წინ, ოჩიგავამ უკრაინის 20-წლამდელების შემადგენლობაში ბელარუსის 21-წლამდელებთან ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.
19 წლის ფეხბურთელი “ილიჩევეცის” აღზრდილია და პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს. მან მარიუპოლელთა რიგებში 6 მატჩი ჩაატარა.