ფეხბურთი

17:43 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

football.ua: კანკავას თამაში გაცილებით უკეთესად შეუძლია

უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა football.ua-მ უეფას ევროპის ლიგის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში “ნაპოლისა” და “დნიპროს” შორის, რომელიც 1:1 დასრულდა, დნეპროპეტროვსკელთა საყრდენი ნახევარმცველის ჯაბა კანკავას თამაში 5 ქულით შეაფასა.

“დნიპროს” სამივე ცენტრალური ნახევარმცველიდან თითოეული მეორე ტაიმში შეცვლას სრულებით იმსახურებდა. კანკავამ მოედანი ნაადრევად არა მხოლოდ ყვითელი ბარათის მიღების გამო დატოვა, არამედ, იმიტომ, რომ მოედნის ცენტრში არცთუ კარგად მოქმედებდა. ქართველმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ჰამშიკსა და მის თანაგუნდელებს “მოტყუების” უფლებას აძლევდა. მოკლედ, კანკავას თამაში გაცილებით უკეთესად შეუძლია”-იუწყება football.ua კანკავას შესახებ.

განვლილ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114262