“ეს რა დრო მოვიდა კაცო” – გულჯავრიანად ოხრავს ბრაზილიური კლუბის, “გრემიოს” მავანი მოხუცი ინჩასი. “ჩვენს დროსა, როცა ჯეელები ვიყავით, ლამაზი ქალის მკერდი რო დაგვენახა, ამისთვისა ათას რამეს ვიგონებდით, მაგრამ ბევრჯერ მაინც არაფერი გამოგვდიოდა. ახლა კიდენა, ეს ჩვენი შირლინ პაულა ისეთი გოგოა, თქმაც კი არ უნდა შვილო, სულ მზადაა, ძუძუები ამოჰყაროს მაშა”...
შირლინ პაულა 21 წლის ბრაზილიელი მოდელია, რომელიც “გრემიოს” დიდ ქომაგად ითვლება და საკმარისია ამ კლუბმა თუნდაც უმნიშვნელო შეხვედრა მოიგოს, რომ ეს ჩვენი შირლინი ტრიბუნიდან დგება, მაისურს იხდის და მისი მკერდი ტანმოვარჯიშე საბჭოელი მოქალაქესავით ლაღად ესალმება მზის სხივებს.
შირლინი რა თქმა უნდა ჯერ სრულიად ყმაწვილქალია და სამოდელო ამბებში ხელშესახები წარმატებისათვის ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ ეს ამ გოგოს არამც და არამც არ აშინებს. წარმატება თუ გინდა, აგერ არაა “გრემიო?” ცოტა გამართლება, ცოტა სილამაზე, ცოტა სითამამე და წარმატებებიც თავისით მოვა...







