ფეხბურთი

20:16 | 7.05.2015 | ნანახია 1403 - ჯერ

დეპაიმ ოცნება აიხდინა და წავიდა

რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურა, რომ პსვ-ს შემტევი მემფის დეპაი კარიერას ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძობს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა საკუთარ Facebook–ზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

“მე ყოველთვის მჯეროდა, ვოცნებობდი და ვცდილობდი, რომ პსვ-სთან ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატი მომეგო, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. მე ძალიან მადლიელი ვარ პსვ-სი და მისი გულშემატკივრების, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ და მუდამ გვერდში მედგნენ. ყველაფრისთვის მადლობა, ახლა კი დროა, რომ ჩემი გოლებით “მანჩესტერ იუნაიტედს” დავეხმარო ტიტულების მოგებაში.”

დეპაი პსვ-ს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და ის ძირითად გუნდში 2011 წელს მოხვდა. მას შემდეგ მემფისმა ჰოლანდიური გრანდის მაისური 122 შეხვედრა ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:55 | 07.05.2015
S.A.F. (2852)

მოიცა ეს ლივარპულმა ხომ იყიდა


მართლა გულწრფელად რომ ეგონათ ტიპებს რომ ვანგალას დაადებდა და იმ ჭაობში წავიდოდა

20:55 | 07.05.2015
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ასე მეგონა ფალკაოსგან და დიმარიასგან რამე ხეირი იქნებოდა მაგრამ არაფერი

20:57 | 07.05.2015
deqstera_best_7 (1964)

დი მარიაზე მაშინვე ვამბობდი უაზროდ დიდი თანხა გადაიხადესთქო და ფალკაოს კი მონაკოშივე ქონდა მოკლებული და იყო შანსი რო არგაემართლებინა(მაგიტომაც არიყიდეს და იჯარით მოვიდა)!!

20:44 | 07.05.2015
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ამისგანაც არ გამოვა არაფერი

20:52 | 07.05.2015
iceman (2988)

გამოვა, გამოვა, ძალიან მაგარია და მანცესტერის ლიდერი გახდება მალე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064751